iam.ge

თქვენი ჯანმრთელობის ინფორმაცია, მარტივად

ატვირთეთ ის, რაც კლინიკიდან წამოიღეთ. დანარჩენს სისტემა გააკეთებს: წაიკითხავს და ისე დაალაგებს, რომ ადვილად შეადაროთ და ექიმსაც გაუზიაროთ.

სამი რამ, რაც მარტივი უნდა იყოს

ანალიზის პასუხს ჩვეულებრივ ერთხელ ვუყურებთ და მერე სადღაც იკარგება. აქ ის რჩება და მაშინ გამოგადგებათ, როცა დაგჭირდებათ.

შენახვა

ანალიზები, რეცეპტები, კვლევები, ეპიკრიზები, ფორმა 100. ატვირთეთ PDF ან უბრალოდ ფოტო. სისტემა თვითონ მიხვდება, რა დოკუმენტია, და პაციენტისა და თარიღის მიხედვით დაალაგებს.

ანალიზი

ანალიზის პასუხებიდან მაჩვენებლები ამოიღება და ერთ გრაფიკზე ლაგდება, ასე რომ ხედავთ, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში. სხვადასხვა ლაბორატორიის ერთეულებსაც სისტემა თვითონ გადაიყვანს.

გაზიარება

ექიმთან მისვლისას აღარ დაგჭირდებათ საქაღალდის თრევა. გაუგზავნეთ ბმული და ის ნახავს მხოლოდ იმას, რაც თქვენ აირჩიეთ. ბმულს როცა გინდათ, მაშინ გააუქმებთ.

ხელოვნური ინტელექტი

კითხულობს თქვენს მაგივრად

ატვირთულ დოკუმენტს ხელოვნური ინტელექტი ისე კითხულობს, როგორც ადამიანი წაიკითხავდა, და მნიშვნელოვანს ამოკრებს. შედეგი დოკუმენტის გვერდითვე ჩანს, რომ შეამოწმოთ და, თუ რამე შეეშალა, შეასწოროთ.

  1. 01

    ხვდება, რა დოკუმენტია

    ანალიზის პასუხია, რეცეპტი, კვლევის დასკვნა თუ ეპიკრიზი. თუ ვერ მიხვდა, ამასაც პირდაპირ გეტყვით.

  2. 02

    ამოკრებს მთავარს

    ვისი დოკუმენტია, როდისაა, რა მაჩვენებლები და ერთეულებია, რა დიაგნოზი და რა წამლებია დანიშნული.

  3. 03

    აკავშირებს წინა შედეგებთან

    ახალი პასუხი იმავე მაჩვენებლის ძველ შედეგებს მიებმება, ასე რომ ცვლილებას მაშინვე დაინახავთ.

და კიდევ

ოჯახის წევრები
მშობლების, შვილების, მეუღლის დოკუმენტებიც ერთ ანგარიშში, ოღონდ თითოეული ცალკე.
შეხსენებები
თუ რომელიმე ანალიზი პერიოდულად უნდა გაიმეოროთ, დროზე შეგახსენებთ.
ექიმები და კლინიკები
რომელ ექიმთან და რომელ კლინიკაში იყავით, დოკუმენტებიდანვე იკრიბება ერთ სიაში.
ორიგინალი ყოველთვის ხელთ გაქვთ
ყოველი რიცხვის გვერდით თავად დოკუმენტიც ჩანს, რომ ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ.

როგორ მუშაობს

  1. 1

    ატვირთეთ

    PDF, ფოტო ან სკანი. ერთიც შეიძლება და ათიც ერთად, თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს.

  2. 2

    დაადასტურეთ

    სისტემა გაჩვენებთ, რა წაიკითხა და ვისი დოკუმენტია. თქვენ მხოლოდ ადასტურებთ.

  3. 3

    გამოიყენეთ

    შეადარეთ ძველ შედეგებს, თუ საჭიროა, ექიმსაც გაუზიარეთ. დანარჩენ დროს უბრალოდ იცოდეთ, რომ აქ დევს.

დაიწყეთ ერთი დოკუმენტით

ატვირთეთ ბოლო ანალიზის პასუხი და ნახეთ, რას ამოიკითხავს სისტემა. რეგისტრაცია უფასოა.

შესვლა app.iam.ge-ზე